გიორგი კირთაძე - კარგად უნდა გვესმოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა, ჰყავს ასიათასობით ამომრჩეველი და ბევრი განსხვავებული ლიდერი, მაგრამ მთავარი, რაც აერთიანებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა და ქვეყნის ევროინტეგრაციაა

აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილება მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალურ მდივნად კირთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, მოულოდნელი იყო.

როგორც კირთაძე განმარტავს, მას კარგად ესმის, თუ რა როლი აქვს დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში.

„მადლობა ნიკას და გუნდს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობის შემოთავაზებაა ეს და ასევე, ძალიან კარგად მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ როლი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან კარგად მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ უამრავი მხარდამჭერის წუხილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაღაცები ბევრს არ მოგვწონს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა, ასიათასობით ამომრჩეველი ჰყავს, ბევრი ლიდერი ჰყავს, ბევრი განსხვავებული ლიდერი ჰყავს, მაგრამ მთავარი, რაც ამ პარტიის ლიდერებს, მის მხარდამჭერებს აერთიანებს, დღევანდელ მოცემულობაში ორი მთავარი რამ არის: პირველი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - განაცხადა კირთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო