რაფაელ გროსი - უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე  სამხედრო აღჭურვილობა არ ინახება

უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არანაირი სამხედრო აღჭურვილობა არ ინახება, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ რუსეთის მიერ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

„დავავალე ჩემს გუნდებს, გაეკეთებინათ ობიექტების ყოვლისმომცველი შემოწმება ამ ობიექტების უკრაინის მენეჯმენტთან თანამშრომლობით, რათა დაედგინათ, ინახება თუ არა რაიმე სამხედრო ტექნიკა და, რა თქმა უნდა, ამ შემოწმების შედეგები უარყოფითი იყო“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა ატომური ელექტროსადგურების დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის შესანახად გამოყენებაში უკრაინა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო