ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ჩავარდნის მიზეზებზე, ლაჩინისა და ზანგეზურის კორიდორებთან დაკავშირებით ბაქოსა და ერევნის პოზიციებზე „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიული კვლევათა ცენტრის დირექტორს, ფარხად მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო ფარხად, მას შემდეგ რაც გასულ წელს ვერ მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სულ უფრო ხშირად იძაბება.

თქვენ როგორ ახასიათებდით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღეისათვის არსებულ ვითარებას?

- დღეისათვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არც ომისა და არც მშვიდობის სიტუაციაა, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი ვითარება კიდევ უფრო მეტად გართულდეს და დაიძაბოს.

დღეს არსებული ვითარება ასევე ხასიათდება იმით, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივა მინიმუმამდეა შემცირებული.

- სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის ჩაშლის მთავარ მიზეზად ერევანი ლაჩინის კორიდორის აზერბაიანის მიერ ბლოკირებას ასახელებს.

თქვენთან დაკავშირებამდე თვალი მოვკარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის განცხადებას, რომ ლაჩინი-ხანკენდის კორიდორის ბლოკირება აზერბაიჯანს არ მოუხდენია. სინამდვილეში რა ხდება?

- ვითარებაში რომ გაგარკვიოთ, ამისთვის საჭიროა გითხრათ, რომ სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე დგას სომხეთის სამხედრო პოლიცია, რომელიც არ ატარებს არც მანქანებს და არც ხალხს. ხოლო ხანკენდის მხრიდან ლაჩინის კორიდორი გადაკეტილი აქვთ რუს სამშვიდობოებს.

გარდა ამისა, არსებობს უამრავი კადრები, რომელთა თანახმადაც ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება იმ ადგილებში, სადაც აზერბაიჯანელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას ატარებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა არავითარ ბლოკადაში არ იმყოფება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება სომხეთის არაკონსტრუქციულ პოზიციას, იმას, რომ ერევანს ბაქოსთან უნდა ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობის მომავალზე მოლაპარაკებების წარმოება. აზერბაიჯანი თვლის, რომ ის, რაც ყარაბაღს უკავშირდება ეს აზერბაიჯანის საშინაო საქმეა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება სომხეთის არაკონსტრუქციულ პოზიციას, იმას, რომ ერევანს ბაქოსთან უნდა ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობის მომავალზე მოლაპარაკებების წარმოება. აზერბაიჯანი თვლის, რომ ის, რაც ყარაბაღს უკავშირდება ეს აზერბაიჯანის საშინაო საქმეა

ეს გახლავთ აზერბაიჯანს ადა სომხეთს შოროს სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის მიზეზი.

- ერევანში თვლიან, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვაში „მოსკოვის ხელი“ ურევია. მათი მტკიცებით, კრემლს არ უნდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულება. ბაქო წამოეგო მოსკოვის ანკესს და ომში გამარჯვების შემდეგ ცდილობს კიდევ უფრო მეტი მიიღოს.

და ეს მაშინ, როცა ერევანი ისედაც მზად იყო მათთვის დამამცირებელ შეთანხმებაზე, მაშ შორის ყარაბაღის საკითხში მოეწერა ხელი.

თქვენ კი თქვით, რომ ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის საშინაო საქმეა, მაგრამ მე ასე გკითხავთ - რა მიზნები აქვს ბაქოს ყარაბაღში მცხოვრებ სომეხი მოსახლეობის მომავალთან დაკავშირებით?

- აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება იქნება გარანტირებულად დაცული. ეს ასე იქნება თუ მათ უნდათ ყარაბაღში აზერბაიჯანული პასპორტით ცხოვრება. ვისაც არ მოუნდება, შეუძლიათ წავიდნენ.

ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება იქნება გარანტირებულად დაცული. ეს ასე იქნება თუ მათ უნდათ ყარაბაღში აზერბაიჯანული პასპორტით ცხოვრება. ვისაც არ მოუნდება, შეუძლიათ წავიდნენ

ასე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სხვა ქვეყნის მოქალაქეები ამა თუ იმ ქვეყანაში მხოლოდ გარკვეული დროით ცხოვრობენ.

- სწორად გავიგე - ბაქო ყარაბაღის მთიან ნაწილში მცხოვრებ სომხებს სთავაზობს აზერბაიჯანული მოქალაქეობის მიღებას, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას.

ერევანში ამტკიცებენ, რომ დღეის მონაცემებით ყარაბაღის მთიან ნაწილში 30 ათასი ბავშვი და კიდევ 120 ათასი ზრდასრული მოსახლეობა ცხოვრობს...

- ჩვენი მონაცემებით, დღეისათვის ყარაბაღში არა უმეტეს 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ მათ ვეუბნებით - მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება.

- მათი პასუხი როგორია?

- სომხეთს არ გაჰყავს ყარაბაღიდან თავისი შეიარაღებული ფორმირებები, აგრძელებენ ლაჩინის კორიდორით ნაღმების შეტანას, ყარაბაღიდან გააქვთ ბუნებრივი რესურსები.

ყარაბაღში არა უმეტეს 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ მათ ვეუბნებით - მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება

სწორედ ეს გახლავთ იმ აქციების მიზეზი, რომელსაც აზერბაიჯანელი არასამთავრობოები ატარებენ.

- გასულ 2022 წელს იყო მოლოდინი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერებოდა სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ასე არ მოხდა.

ახლა საუბარია იმაზე, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, გაიმართოს თბილისში. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები თბილისში გაიმართება?

- შარშან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უნდა შემდგარიყო პრაღაში ევროკავშირის მონაწილეობით. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ალიევი და ფაშინიანი მიიწვია სოჭში და მათ სამშვიდობო შეთანხმების თავისი ვარიანტი შესთავაზა.

შეთანხმების პუტინის ვარიანტს სრულად დაეთანხმა სომხეთი, მაგრამ მასზე უარი თქვა აზერბაიჯანმა. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე თუ რას ამბობენ ერევანში თემაზე ვინაა რუსეთთან.

გასული წლის ბოლოს მინისტრმა ლავროვმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების რუსული ვარიანტი არ მიიღო აზერბაიჯანმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების გაგრძელებას. ევროკავშირმა თავისი პროსომხური პოზიციის გამო დაკარგა აზერბაიჯანის ნდობა. ეს უპირველესად ეხება საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციას აზერბაიჯან-სომხეთის საკითხში. ამიტომ ევროპის მონაწილეობას ამ პროცესში აზრი არ აქვს.

აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი.

- გვერდს ვერ აუვლით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კიდევ ერთ სადაო თემას, კერძოდ, ზანგეზურის კორიდორის საკითხს.

ზანგეზურის კორიდორის თემაზე მხარეებს შორის წინსვლა რეალურად არის, თუ ყველაფერი ძველებურადაა?

- ზანგეზურის კორიდორის თემაზე არანაირი წინსვლა არაა. თუ ყველაფერი ისევ ისე დარჩა, აზერბაიჯანი კორიდორის გაყვანას შეეცდება ირანის ტერიტორიაზე.

- ამ თემაზე ბაქოს ჰქონდა საუბარი თეირანთან? ვინ დააფინანსებს სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობას

- არა მხოლოდ საუბარი, აზერბაიჯანმა და ირანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც აზერბაიჯანი თურქეთს ირანის გავლით სატრანსპორტო კორიდორით დაუკავშირდება. ეს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში მილიარდერ ვარდანიანის ყოფნა მიუღებელია. აზერბაიჯანმა მას არა ერთხელ მოუწოდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია

ირანის გავლით თურქეთთან და ნახჭევანთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აზერბაიჯანი აფინანსებს. როგორც გითხარით, საკითხი თეირანთან შეთანხმებულია.

- უკაცრავად, ეტყობა საუბრის დასაწყისში უნდა მეკითხა, ახლაღა გამახსენდა და თუ შეიძლება გკითხავთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მოსკოვიდან ყარაბაღში მილიარდერ ვარდანიანის ჩასვლას და იმას, რომ იგი ახლა იქ ადგილობრივ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს?

- მოსკოვიდან ყარაბაღში ჩასული მილიარდერი ვარდანიანი სრულად ექვემდებარება მოსკოვის კონტროლს.

აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში მილიარდერ ვარდანიანის ყოფნა მიუღებელია. აზერბაიჯანმა მას არა ერთხელ მოუწოდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა. მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ვარდანიანთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა