კახა კალაძე „ლაგუნა ვერეზე“ - მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია - ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტს ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკურად იყენებენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტი იქნება.

„მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა შენარჩუნდება.

„არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს, შესაბამისად, დაგეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდება კონკრეტული პროექტის სახით“,-განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს