ბექა ლილუაშვილი კასიანოვის განცხადებაზე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლების უნარს, დაიცვას უკრაინელების უფლებები - ეს ხისტი განცხადება იყო

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლების უნარს, რომ დაიცვას უკრაინელი მოქალაქეების უფლებები საქართველოში - კასიანოვის განცხადება ხისტი იყო, მაგრამ მას აქვს გარკვეული რაციონალი და ეს გასათვალისწინებელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ვითარებაში, როცა სხვა ქვეყნები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მხარს უჭერენ სხვადასხვა პროგრამებით, ამის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მკაფიო პოზიციაც არ გააჩნია.

„უამრავმა ქვეყანამ, სადაც საზარელი ომის შედეგად უკრაინელები იძულებით შევიდნენ, სხვადასხვა პროგრამები შექმნა, მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომ ხელი შეუწყოს მათ, რათა საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია მოახდინონ, ჩვენს ხელისუფლებას კი ამის საპირწონედ უკრაინის მიმართ პოზიციის ჩამოყალიბებაც კი უჭირს. ამიტომ, გარკვეულწილად ის რისკები, რაც კასიანოვმა დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული, მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როცა ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პოზიცია არათუ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ნაბიჯების გადადგმის კუთხით, არამედ, უკრაინის მდგომარეობასთან მიმართებით. კასიანოვის განცხადების რაციონალი რა არის - მე არ ვენდობი სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ უზრუნველყოფს ჩემი იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს, ეს არის ამის უკან მთავარი მოტივატორი, რატომაც შეიძლება ეს განცხადება გაკეთებულიყო. მე არ მინდა კასიანივის მოტივებში შესვლა, მაგრამ ერთ-ერთი, რაც შეიძლება მოქალაქეებმა დაინახონ, არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლების უნარს, რომ დაიცვას უკრაინელი მოქალაქეების უფლებები საქართველოში. შესაბამისად, გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით ეს ხისტი განცხადება იყო, მაგრამ მას აქვს გარკვეული რაციონალი და ეს გასათვალისწინებელია. ამ კუთხით ამას შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო პასუხი, მათ შორის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბევრი ქვეყანა, სადაც უკრაინელი იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები არიან, ცდილობს მათ მხარდაჭერა აღმოუჩინოს სხვადასხვა პროგრამებით, საერთაშორისო დონორების ჩართულობით, ჩვენთან ამ მიმართულებით ძვრა არ შეინიშნება”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - განაცხადა კასიანოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით