გიული ალასანია - როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ, მუდმივად ექიმი უნდა ჰყავდეს - კოვიდი ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს

როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს - ასე ვიცი, რომ რეანიმაცია ჯობია იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდზე ჰყავს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მას კლინიკა „ვივამედის” პერსონალის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

„ყოველდღე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მეორე დღეს ვიღვიძებ და იმაზე უარესია, ახლა ეს კოვიდიც მოხდა. გამოირკვა, რომ ირგვლივ არავის აქვს კოვიდი, ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. სულ რამდენიმე ადამიანი შედის და არავის კოვიდი არ გვაქვს. მე პირადად არავისთან მქონია კონტაქტი, ვისაც კოვიდი აქვს, ასე რომ, მიკვირს. მას ძალიან დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს - კალიუმი, კალციუმი, ჰემოგლობინი ძალიან დაბალია და ხშირად, პრაქტიკულად ყოველდღე, გული მისდის. ყოველ წუთში გული ერევა და გული მისდის. დილიდან საუბარი რეანიმაციაზე იყო. გააჩნია რა პროცედურა ჩაუტარდება. მე ასე ვიცი, რომ რეანიმაცია სჯობს იმიტომ, რომ იქ მუდმივად ექიმი გვერდით ჰყავს. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, ყველა ძალიან ყურადღებიანია. როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ მუდმივად ექიმი უნდა იყოს. პალატაში ექიმი არ არის. როცა ადამიანი მძიმედ არის იქ ექიმი უნდა იყოს, მე რომ მკითხოთ, ასეა. ეს საკითხი გუშინ დასვა მკურნალმა ექიმმა, მაგრამ მას უარი ეთქვა. თვითონ კოვიდი არ არის მძიმე, მაგრამ ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს. დაბალი რკინა და სხვა დაბალი მაჩვენებლები რომ აქვს, ტონობით უნდა ჭამოს ხორცი, რომ რაღაც შეეტყოს. სხვა მხრივ მე ამ რკინის აწევა გადასხმით ვიცი. მე თვითონ მქონია ეს პრობლემა და ვიცი. რაც შეეხება საკვებს, ეს ადამიანი საკვებს ვერ იღებს, იმიტომ კი არა, რომ მე არ მომაქვს და ჩემი შვილისთვის მენანება, უბრალოდ ვერ იღებს სწორედ იმიტომ, რომ მოწამლულია. ინტოქსიკაციაა და ამაზე არაერთმა ექიმმა უკვე ისაუბრა, მე ახალს ვერაფერს დავამატებ და არც მაქვს უფლება ”, - განაცხადა ალასანიამ.

ყოფილი პრეზიდენტის დედის განმარტებით, გუშინ, კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან ხელწერილის საშუალებით შეუშვეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო