თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების საკითხზე, ხმაურია

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ხმაურია. საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნიკოლოზ სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ ოჯახის მხარდამჭერები, ვისი გამოსახლებაც იგეგმება, სადარბაზოს კართან არიან გამაგრებული და ბიუროს თანამშრომლებს ბინაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მისი თქმით, საკითხი ეხება მევახშესთან დავას და ოჯახის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკება შედგეს.

„ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს 40-მდე თანამშრომელია მოსული, მათზე მეტი კი ჩვენ დავხვდით აქ. ხმას არ ვიღებთ, ჩუმად, მყარად ვდგავართ. კიდევ ერთი ოჯახის დატოვების მცდელობაა. მოლაპარაკებაზე არ მოდიან. სქემა, რა სქემითაც ზოგადად მოქმედებენ, იგივეა. აქ მძიმე სიტუაციაა იმ კუთხით, რომ ამ ოჯახს ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს და მზად ვართ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიდგეთ აქ, თუმცა ჩვენი მხრიდან მოქმედებას არ აქვს ადგილი. მიზეზი არის მევახშესთან დავა, არსებობს „პატიოსანი მყიდველი“. ხალხის გამოგდება უნდათ და ოჯახის გარეთ გამოგდება. გვინდა, რომ მოლაპარაკება იყოს, რაღაცაზე შეთანხმდნენ. სადარბაზოში ვართ გამაგრებულები და სახლამდე არ ვუშვებთ. მათი მხრიდან პროვოცირების მცდელობა იყო, მაგრამ შეგნებულად არ ვყვებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს