არჩილ თალაკვაძე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაზე - ეს მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარებაა, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, სწორია

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა. ქალბატონმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს შესახებ პირდაპირ ისაუბრა და მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პეიჩინოვიჩ ბურიჩმა პირდაპირ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა. ქალბატონმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს შესახებ პირდაპირ ისაუბრა და მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან პირდაპირ გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარებაა, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, სწორი მიმართულებით ვითარდება. სხვა შემთხვევაში ასეთი დონის პოლიტიკური ფიგურა ამ დონის გამოსვლაში ამაზე არ ისაუბრებდა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს რომ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხი არაერთხელ და ასეთ პოზიტიურ ჭრილში გაჟღერდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედი გამოთქვა, რომ მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო