გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს, რადგან ისინი კონფლიქტშია წამლებთან, რასაც სხვა დაავადებებისთვის აძლევენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მას კორონავირუსი მესამე დღეა აქვს.

მისივე თქმით, ის მედიკამენტები, რომელიც კოვიდინფიცირების დროს მიიღება, კონფლიქტშია მედიკამენტებთან, რასაც მიხეილ სააკაშვილი იღებს.

„მისი აზრით, ეს არის კოვიდინფიცირების მესამე დღე. ვნახოთ, ეს დაავადება ვითარდება და როგორ განვითარდება, რაღაც კრიტიკული დღეები არსებობს, სადაც შეიძლება განსაკუთრებულად დამძიმდეს. მას ამასთან ერთად აქვს სხვა მძიმე დიაგნოზები და ეს არის მაინც ყველაზე მეტად შემაწუხებელი. ხშირია გონების კარგვა და ღებინება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არ არის საკვების მიღებასთან დაკავშირებული. ასე უბრალოდ, უმიზეზოდ შეიძლება გული აერიოს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იმის გამო, რომ მას სხვა ნევროლოგიური დაავადებები აქვს, რის გამოც მას შესაბამისი მედიკამენტები ეძლევა, რაც კოვიდის დროს უნდა მიეცეს ის მედიკამენტები ვერ მიცეს იმიტომ, რომ ჩათვალეს, ეს არის კონფლიქტში იმ მედიკამენტებთან, რაც დანიშნული აქვს”, - აღნიშნა ალასანიამ.

როგორ ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, მას კლინიკა ,,ვივამედში” უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატა მოწყობილია ისე, როგორც ინტენსიური პალატა.

„მითხრეს, რომ სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული იგივეა, რაც შეიძლება ინტენსიურ პალატაში შესაძლოა ყოფილიყო. ფაქტობრივად, რეანიმაციაა მოწყობილი, ასეთი პასუხი მივიღე. თუ საჭიროება იქნება, დახმარებასაც აღმოუჩენენ. გუშინ გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, ეს ბოლო ხანებში გახშირდა და თითქმის ყოველდღიურად კარგავს გონებას”, - განაცხადა ალასანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო