რატი იონათამიშვილი - ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ უნდა შევარდეს პენიტენციურ ან სამედიცინო დაწესებულებაში?

ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ უნდა შევარდეს პენიტენციურ ან სამედიცინო დაწესებულებაში? - ასეთი განცხადებები უცნაურია და ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა რადიკალია და მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ იმისთვის, რომ იქნებ, თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, ვინაიდან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია, პარტიის თავმჯდომარეობა, რომ იქნებ, რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ ესეც არის იმის მიზეზი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემორჩენილ მხარდამჭერებსაც კარგავს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო