ირაკლი ხმალაძე - მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპერტიზის დასრულებისას თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და მეტროსადგურს ექსპლუატაციაში შემდეგ ჩვენ მიიღებენ.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, მეტრო „გოცირიძე“ უკვე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურაზეა, ექსპერტიზა ამ კვირაში დასრულდება, თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ ექსპლუატაციაში“, - აღნიშნა ხმალაძემ.

რაც შეეხება EBRD-ის მიერ გამოყოფილ სესხს, რომელიც 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, როგორც ხმალაძე განმარტავს, შესაძლოა, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდეს.

„უკვე დაქირავებულია ექსპერტი, რომელმაც ტექნიკური დავალება უნდა დაწეროს, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია, 10 მეტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე, დანარჩენი მეტროსადგურის მხოლოდ პროექტირებაზე. გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია თანმიმდევრულად განახორციელებს თბილისის მეტროს 10 სადგურის პროექტირება-მშენებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანად ვერ შევძლებთ ამ მეტროსადგურების გაჩერებას, ეს რამდენიმე წლიანი იქნება. ჩემი აზრით, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 1 წელი გავაჩეროთ 2 სადგური, მას 5 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 3 სადგური გავაჩეროთ, შეიძლება დასჭირდეს 3 წელი, ან კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნავს ხმალაძე.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა