„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე ყალბი სარეკლამო განცხადება კვლავ ვრცელდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ასევე, ოფიციალური წერილი გაიგზავნა შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.

„თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას - ჩეხეთს წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი