გურამ მაჭარაშვილი - კასიანოვს არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან და ახლა უკრაინელებს მიადგა, რომ როგორმე აქ არეულობა მოხდეს - ვიდრე მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს

კასიანოვს არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა, რომ როგორმე აქ არეულობა მოხდეს, სულ ტყუილად ცდილობს - ვიდრე მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კასიანოვს გარკვეული პროვოკაციების მოხდენის სურვილი აქვს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, კასიანოვი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მგონი, მას ჩვენგან დასჭირდება დაცვა საკუთარი მოქალაქეებისგან. საქართველოში უკრაინის რამდენიმე ასეული მოქალაქეა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ. რამდენიმე თვის წინ კასიანოვი თავად ამბობდა, რომ ისინი საქართველოში კარგ პირობებში იყვნენ. კასიანოვმა საქართველოდან მოქალაქეების ევაკუაციაზე დაიწყო საუბარი და იქნებ, ევროპის ტერიტორიებს ცოტა გეოგრაფიულად გადახედოს - ევროპის სახელმწიფოებში უკრაინისა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს. თუ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში არ ჩხუბობენ, კასიანოვს რატომ უნდა, რომ საქართველოში იჩხუბონ? მას არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა, სურს, მათ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რომ როგორმე, აქ არეულობა მოხდეს. ამას სულ ტყუილად ცდილობს, მგონი, თავად დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. დიპლომატი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოდგენილი, ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს, ის პირიქით არის დაკავებული, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოში კონფლიქტის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და თავად კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. ევროპაში წასულ მილიონ მოქალაქეებს, იქიდან ევაკუაციას სად გაუკეთებს, რომელ ქვეყანაში? - დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და განმარტოს, საქართველოდან რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და იქიდან ებრძვის უკრაინას, არ არის,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. საკითხთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო