ბადრი ჯაფარიძე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს ვხედავთ და ამას უკრაინული მხარე ადეკვატურად პასუხობს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს ვხედავთ და ამას უკრაინული მხარე ადეკვატურად პასუხობს, - ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

ჯაფარიძის შეფასებით, კასიანოვის აღნიშნული განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არაადეკვატური განცხადებით აიხსნება.

“როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკრაინელ მეგობრებს ასეთი არაადეკვატური განცხადებები ესმით, რომ თურმე ახლა არის ფრენის აღდგენა მნიშვნელოვანი ქვეყანასთან, რომელიც უკრაინას ყოველდღიურად ბომბავს, რა თქმა უნდა, რეაგირება არის შესაბამისი. ამით აიხსნება კასიანოვის განცხადება, რომ თუ არაადეკვატური ნაბიჯები იქნება, ისინი ხედავენ, რომ შესაძლოა, უკრაინელების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმაზე კი არ ზრუნავს, როგორ დაეხმაროს უკრაინას, არამედ ფიქრობს იმაზე, რა თქვას, რაც რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება.

“ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ თანმიმდევრული პოლიტიკაა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ან ზოგადად, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ისეთი ფორმით კეთდება, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის სასიამოვნოდ ჟღერს. როგორც ჩანს, მიზანია, რომ შექება დაიმსახურონ ლავროვისგან და რუსეთის ხელისუფლისგან. სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც იმაზე კი არ ზრუნავს, როგორ დაეხმაროს უკრაინელ ხალხს, არამედ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს იმაზე, როგორ და რა თქვას ისეთი, რაც რუსეთის ხელისუფლებას, აგრესორს ესიამოვნება, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - განაცხადა კასიანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო