ბექა ოდიშარია - ხაბეიშვილის დევგმირობაზე არაფერი მსმენია - ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და სააკაშვილს გვერდზე მიუსვან

ხაბეიშვილის დევგმირობაზე არაფერი მსმენია - ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, "ვივამედში" არ მოუწევს ჯდომა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს გამოიხსნის“.

ამასთან, ოდიშარიას თქმით, „ხაბეიშვილი ალბათ, მისი პარტიისთვის არ იქნება ნომერ პირველი პატიმარი და პაციენტი".

„ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სიმართლე გითხრათ. რისი შემვარდნი და სად გამომვარდნია, ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული ის არ დარჩენილა, რაც ბოლოს გვახსენდება. ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ დარწმუნებული ვარ, „ვივამედში“ არ მოუწევს მას ჯდომა და შეიძლება იმ ადამიანთან ერთად გადასვან ისეთ ადგილას, სადაც შევარდნას არ ვიცი და გამოვარდნას ვეღარ მოახერხებს”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა