საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კასიანოვთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები განხილული არ იქნება.

„დაბარებულია სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“,- განაცხადეს სამინისტროში.

თავის მხრივ, როგორც კასიანოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მიდის, შეხვედრაზე კი საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით