შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილთან არ მიშვებენ, გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია თუ კოვიდამტანი?! - კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და ვნახულობდი

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე არ შეუშვეს.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში რეანიმაციული განყოფილება მოუწყვეს, რომელსაც ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება არ ჰქვია.

მისივე თქმით, დაცვის მხარის უფლება შეზღუდულია, რადგან კლიენტთან შესვლის უფლება არ აქვს, მაშინ როცა დედა ხვდება.

„მოგეხსენებათ კლინიკა „ვივამედში“ კომუნიკაცია ტელეფონებით ხდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონით უთხრეს, რომ არაб ვერ შეუშვებთო, მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვიზიტების შეწყვეტა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ სააკაშვილი კი ავად არის, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ არის და მძიმე რომ იყოს, მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა, სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია. ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება, ახლა ამ კოვიდის საფუძველზე და კოვიდის მიზეზით თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არ არის მძიმე ავადმყოფი, თავის პალატაში წევს. რეალურად, რეანიმაციულ განყოფილებაში არის.

მე ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და უნდა გადავამოწმო. ეს ყველაფერი არ ვიცი როგორ მოხდა, წარმოუდგენელია ხალხო ამ პირობებში როგორც მასთან შესვლის პირობები იყო, რაიმე დამართოდა, წარმოუდგენელია! ირგვლივ არავის არ დადასტურებია კოვიდინფექცია. მიზანი არის მარტივი, მიხეილ სააკაშვილი იმდენად მძიმედ არის, რომ პალატაში მოუწყვეს რეანიმაციული განყოფილება ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება არ ჰქვია. პირველ რიგში, როგორც ჩანს თავს იზღვევენ და მეორე, ეს ყველაფერი სასამართლოსთვისაა განკუთვნილი, რომ მერე ადვოკატებმა არ ვთქვათ, თუ მძიმე პაციენტი არ არის, მაშინ რატომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა იტყვიან, რომ თერაპიულ განყოფილებაში არის და არა რეანიმაციულში. არავითარი სასუნთქი აპარატი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის პალატაში. იმიტომ არ მიშვებენ, რომ მე ეს ყველაფერი არ ვნახო. მე სხვა ახსნა არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ადვოკატი ვარ და კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა. თუ გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია, თუ კოვიდამტანია?! რით განსხვავდება?! კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და მათ ვნახულობდი, აღჭურვილობის მეშვეობით. ვგეგმავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სინჯები აუღონ და ჩვენ გადმოგვცენ, მერე ჩვენ წავიღებთ და გამოვიკვლევთ”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, ის სახალხო დამცველს მიმართავს, რათა მისი წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და არსებული მდგომარეობის შესასწავლად შევიდეს.

მიხეილ სააკაშვილის პალატაში სასუნთქი აპარატი არ იყო. ახლა გადმოგვცემენ ვიდეოებს და გამოჩნდება რა იყო და რა არა. მე აქედან პენიტენციურში მივდივარ და ოქმი უნდა მოვითხოვო, როგორ ვერ მოახდინეს ვიდეომასალის გადმოწერა. ოქმი გვინდა, ვინ იყო თანამშრომელი და როგორ მოახდინეს გადმოწერა. კანონს არღვევენ და აჭიანურებენ მასალის გადმოცემას, ვიდეო მასალის გადმოცემით ბევრ რამეს ფარდა აეხდება. ახლა სახალხო დამცველს მივმართავ და პენიტენციურში მივალ, თუ პასუხი ვერ მივიღე, უკვე ხვალ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავ. სახალხო დამცველს მივმართავ იმიტომ, რომ თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნოს და შევიდნენ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან და ნახონ რა მდგომარეობაა”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024