უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „ლელოს“ ოფისში, პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე მთელი რიგი პროექტები, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ომის შემდგომ აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დიპლომატის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინიციატივით გამოვიდა, ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებში, როგორიცაა ომის შემდგომ სკოლების აღდგენა, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და სამშობიაროების აგება, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ჯგუფებმა მიიღონ მონაწილეობა.
როგორც კასიანოვმა აღნიშნეს, განიხილეს უკრაინაში, ომის დამთავრების შემდეგ, ქართული ბიზნესის მონაწილეობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში.
„კარგი იყო ჩემთვის მომესმინა ის, რომ ქართული ბიზნესი არის ძალიან აქტიური. მე დამარწმუნეს, რომ ომის შემდგომ აღდგენაში ზოგიერთ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. სხვა საკითხები პრაქტიკულ საკითხებს შეეხებოდა, რეანიმობილების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების [გადაცემის] საკითხზე "ლელოს" წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ. მე მადლიერი ვარ მათი პრინციპული მზადყოფნისთვის, რომ განიხილონ და დაეხმარონ უკრაინისა და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ სფეროში“, - აღნიშნა კასიანოვმა.