ირაკლი ზარქუა - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე“ - ამ „ობრაზშია“ ჩემი „ხაბე“ – „ნაცმოძრაობაში“ ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ

“ვეფხისტყაოსანი" გვაჩუქეს პარლამენტში, ერთი ალბათ "ხაბესაც" შეხვდა და იქ არის ხატაეთის ბრძოლის ეპიზოდი - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე.." აი, ამ “ობრაზშია“ ჩემი „ხაბე“ შესული, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს - მაქსიმუმ შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ "გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ - ლოგინში", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის „მზად არის სააკაშვილი ფიზიკურად გამოიხსნას".

ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ“.

„წინასაახალწლოდ, პარლამენტს ერთმა ღვთისნიერმა კაცმა "ვეფხისტყაოსნები" დაგვირიგა საჩუქრად, ეტყობა ხაბეიშვილსაც შეხვდა და იქ არის ერთი [ეპიზოდი] ხატაეთის ბრძოლის, „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე..." აი, ამ „ობრაზშია" ჩემი "ხაბე" შესული და ეგ არის და ეგ, თორემ თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს. მაქსიმუმ ეს შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ „გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ - ლოგინში".

წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და რა სიტყვების წყობას დააბრეხვებს, ამაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტირებას, მივუშვათ. ყველა ავთანდილია რომ კითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ. თავიდან ბოლომდე ეს პარტია მოგვწონს თუ არა, გაკოტრებულია და დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან. „ხაბე“ რომ თავმჯდომარეობის კანდიდატია და ასე მგონია, რომ გამარჯვებულიც, ხომ წარმოგიდგენიათ იქ რაზეა საუბარი. გამოწვევებია მსოფლიოში და უბრალოდ, კარგ ხასიათზე რომ ვიყოთ, უნდა ვუყუროთ, მეტი არაფერი, რა დაგვრჩენია, რასაც ესენი ერთმანეთს უშვრებიან, პირდაპირი მნიშვნელობით, აქ სიტყვათა წყობა „უკეთებენ“ არ გამოვა”, - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო