სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი საუდის არაბეთის ასირის პროვინციაში 20 იანვარს დაიწყო და მასში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა.

„აფხაზეთი“15 მოცეკვავის შემადგენლობით მაყურებლის წინაშე ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით წარდგა.

ქართველ ხელოვანთა წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთი“ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ანსამბლმა ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო