საქართველოს ეროვნული ბანკისა და UNHCR-ის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ქვეყნებიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და საცხოვრებლის მაძიებელთათვის ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო - საფინანსო სექტორის რეგულატორის, მანდატსა და როლზე ამ მიმართულებით, ასევე - იმ გამოწვევებზე, რომლებიც შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ წარმომადგენლებს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას შეექმნათ.

„ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს საფინანსო სექტორის მომხმარებლების, მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებებისა და მათთან ურთიერთობისას ფინანსური ორგანიზაციების მიდგომებისა და ვალდებულებების შესახებ. საუბარი შეეხო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებსაც. მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ - ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა უკვე არაერთი პროექტი თუ აქტივობა განახორციელა. შესაბამისად, მსგავსი შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს