„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს, 25 იანვარს, საგურამოში, სოფელ წიწამურთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომლიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 იანვარს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 26 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II, IV-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის, შავგულიძის, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, ბარათაშვილის, სხირტლაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, თავხელიძის, ქუჩის ნაწილს, პიკასოს, სანდრო ეულის, გელოვანის, გოძიაშვილის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალას, სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს.

დიდუბის რაიონში - დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო