დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „კომფორტმშენ XXI“ -ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 22 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

„პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 -საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო