მიხეილ სარჯველაძე - საკუთარ ამომრჩეველს ვინ უფრო მეტად „მოფხანს გულს“, ამაზე კეთდება გათვლა - არავის გასვლია და არც ხაბეიშვილის გაუვა

ვინ უფრო მეტად არანორმალურ რამეს იტყვის, ვინ მეტად მოახდენს რადიკალიზაციას და გულს ვინ მეტად მოფხანს საკუთარ ამომრჩეველს, ამაზე კეთდება გათვლა , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

მისივე თქმით, როცა მას პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და მსგავსი განცხადებების კეთება "არ გაუვა", რეალობამდე კი ვერც მიიყვანს.

"ფიზიკურ გამოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს რაც შეეხება, მე არ ვიცი, რამდენად ერკვევა ხაბეიშვილი და რამდენად იცის, საერთოდ რა არის სამართალი, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, მაგრამ იცის თუ არა, ამის მიუხედავად, ის ვალდებულია ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს, რადგან პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკოსია.

რომელი პარტიის თავმჯდომარეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, უფლება არ აქვს თავი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო და სამართალი, ეს არავის გასვლია, ბუნებრივია არც მას გაუვა ასეთი განცხადებების კეთება, თორემ რეალობამდე ვერც მიიყვანს. ეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება ამ პარტიის შიგნით ინსტრუმენტად, კრიტერიუმად იყენებენ, საკუთარ ამომრჩეველში ქულების დასაწერად, თუ ვინ უფრო მეტად არანორმალურ რამეს იტყვის, რაც თავსებადი არ არის სამართლებრივი ან დემოკრატიული სამყაროსთვის, რადიკალიზაციას ვინ მეტად მოახდენს და საკუთარ ამომრჩეველს გულს ვინ მეტად მოფხანს, ამაზე კეთდება გათვლა, ეს არასწორია”, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო