იაგო ხვიჩია ხაბეიშვილის განცხადებაზე - ფეხბურთის რომელიღაც მწვრთნელს აქვს ნათქვამი - ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, მგონი, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს

ფეხბურთის რომელიღაც მწვრთნელს აქვს ნათქვამი - ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, მგონი, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის".

მისი თქმით, ამომრჩეველს საქართველოში ხშირად ისეთ რამეს ჰპირდებიან, რომ მათთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის "ვივამედიდან" გამოხსნა არაფერია.

„ასეთ დროს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი სიტყვების თქმა "მოსულა". პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნო პერიოდი მგრძნობიარეა და ამ დროს ისინი ამომრჩეველს ბევრ რამეს ჰპირდებიან. ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, „ვივამედში" შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა იმასთან შედარებით. მგონი, ხალხი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ასეთ დაპირებებს მაინც და მაინც მნიშვნელობა არ მიანიჭონ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო