მიხეილ სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე - უკრაინის ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც გულშემატკივრობს სააკაშვილის პარტიას და სურთ ავნონ ხელისუფლებას, მეორე ახსნა შეიძლება იყოს ომის გაჩაღების მცდელობა საქართველოში

კასიანოვის განცხადება ორი ჰიპოთეტური მიზეზით შეიძლება აიხსნას - უკრაინის ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც გულშემატკივრობს სააკაშვილის პარტიას და სურთ, ავნონ ხელისუფლებას, მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ომის გაჩაღების მცდელობა საქართველოში , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება იყო არასწორი და არ ჰგონია, რომ ინტერპრეტაციებზე საუბრის საშუალება ჰქონდეს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ რაიმეს შეცვლა სურდა თავის განცხადებაში, ეს სჯობდა გაეკეთებინა იქამდე, ვიდრე საგარეო უწყებაში დაიბარებდნენ.

"ეს ორი ჰიპოთეტური მიზეზით შეიძლება აიხსნას: უკრაინის ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც გულშემატკივრობს სააკაშვილის პარტიას და სურვილი აქვთ ავნონ ხელისუფლებას, ამიტომ იგონებენ და ხელოვნურად იყენებენ მოგონილ თემას, თითქოს საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინასთან მიმართებით, მიუხედავად, ოთხასამდე დოკუმენტისა, რომელსაც შეუერთდა საქართველო და იყო თანაინიციატორი თუ თანასპონსორიც. მეორე ჰიპოთეტური ახსნა შეიძლება იყოს ომის გაჩაღების მცდელობა საქართველოში, რაც ზოგიერთმა თანამდებობის პირმა საჯაროდაც განაცხადა. ეს არის ორი ყველაზე დამაჯერებელი რეალური ფაქტორი, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი ფაქტების მოგონების საჭიროება და ბრალდებების სახით საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.

ამასთან, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დღეს მედიას განუცხადა, რომ გაუგებრობები ჩნდება მაშინ, როცა ციტატებს კონტექსტიდან იღებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო