ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანული საბრძოლო ტანკები მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად

გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ზელენსკი მადლობას უხდის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და გერმანელებს.

“გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცისა და ყველა ჩვენი მეგობრის გერმანიაში”, - წერს ზელენსკი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს