საქართველოს საგარეო უწყება - ქართულმა მხარემ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას

საქართველოს საგარეო უწყება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო