რომის პაპი - იყო ჰომოსექსუალი, დანაშაული არ არის, მაგრამ ცოდვაა  - ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ

ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

თავის ინტერვიუში რომის პაპმა მხარი დაუჭირა LGBT თემს და გააკრიტიკა კანონები, რომლებიც ერთსქესიანი ურთიერთობებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობენ.

“იყო ჰომოსექსუალი - დანაშაული არ არის. ეს დანაშაული არ არის, კი, მაგრამ ცოდვაა. კარგი, მაგრამ თავდაპირველად სხვაობა უნდა გავავლოთ ცოდვასა და დანაშაულს შორის. ცოდვა ასევე არის ერთმანეთისადმი გულმოწყალების არქონა”, - თქვა რომის პაპმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი ეპისკოპოსი მხარს უჭერს ერთსქესიანი ურთიერთობების დისკრედიტაციასა და კრიმინალიზებას. მან ასეთი პოზიცია დაგმო და აღნიშნა, რომ “ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო