ოლაფ შოლცი - ტანკების გარდა, ვაფართოებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს უკრაინისთვის

გერმანია უკრაინაში სამხედრო დახმარების მასშტაბებს გააფართოებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან კატრინ იაკობსდოტირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება არის სწორი გზა, რომელიც მიღებულია პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ტანკების გარდა, ვაფართოებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს, კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მძიმე არტილერიაზე, MLRS-ზე და ა.შ.“, - აღნიშნა შოლცმა.

მას არ დაუსახელებია უკრაინის „სატანკო პაკეტის" თანხის ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ გერმანია დაფარავს ხარჯებს.

ისლანდიის პრემიერი იაკობსდოტირი მიესალმა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომელიც პარტნიორების სოლიდარობის და ალიანსის სიძლიერის კიდევ ერთი დადასტურებაა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს, გმობს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მისი თქმით, ისლანდიას არ აქვს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია მისი დაარსების დღიდან, მაგრამ კუნძულოვანი სახელმწიფო უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს: იღებს უკრაინელ ლტოლვილებს, უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე უკრაინას გადასცა 9 ტონა თბილი ტანსაცმელი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა