მედია - ესპანეთში 74 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია წერილებით ბომბების გაგზავნაში

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ მირანდა დე ებროში 74 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია წერილებით ბომბების გაგზავნაში. ინფორმაციას Europa Press -ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ABC-ის წყაროების ცნობით, დაკავებულია ესპანელი პომპეიო გ.პ, რომელსაც არ აქვს კრიმინალური წარსული, პენსიაზე გასვლამდე მამაკაცი მსახურობდა ვიტორიას საკრებულოში.

გამოცემის წყაროებმა ის დაახასიათეს, როგორც მარტოსული პიროვნება, პრორუსული შეხედულებებით.

მათივე თქმით, მასა და რუს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის არანაირი კავშირი არ დაფიქსირებულა.

Le Pais-ი კი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი ბომბების ამანათებზე მარკების გამოყენებით იპოვეს, რომლებიც გამოშვებულია მცირე ტირაჟით - 135 ათასი ცალი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა.

2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ესპანეთში ექვსი ამანათი, ასაფეთქებელი მოწყობილობებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, უკრაინისა და აშშ-ის საელჩოებსა თავდაცვის სამინისტროში გაგზავნეს.

მანამდე New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურები ესპანეთში წერილების გავრცელებას ბომბებით უკავშირებდნენ რუსულ ულტრამემარჯვენე ჯგუფს, რუსეთის იმპერიულ მოძრაობას, რომელიც შეიძლება კონტროლდებოდეს რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით