ჯო ბაიდენი - ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და გადავიდეს კონტრშეტევაზე - გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას და Abrams-ის 31 ტანკს

უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკს და ჯავშანტექნიკის 500 ერთეულზე მეტს გამოვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Abrams ტანკებისგან სატანკო ბატალიონი შედგება. ბაიდენის თქმით, ტანკების გადაცემა რამდენიმე თვეში მოხდება.

“ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ… დღეს ჩვენ [უკრაინისთვის] გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკის, და მე ასევე ვაცხადებ, რომ გამოვყოფთ Abrams-ის 31 ტანკს”, - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტანკების მომსახურებისთვის უკრაინას ასევე გადაეცემა 8 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა. აშშ დაუყონებლივ დაიწყებს უკრაინელი ტანკისტების Abrams-ისთვის მომზადების პროგრამაზე მუშაობას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო