სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის "მიგ-29" თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს

სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის საკუთარი "მიგ-29" თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.

“თვითმფრინავები ახლა სლოვაკეთის ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებიან, და ახლა მზად ვართ, უკრაინისთვის ამ თვითმფრინავების გადაცემა განვიხილოთ. სლოვაკეთის მთავრობისგან ველით გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ნადმა.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის მთავრობა უკრაინის დაინტერესებას გაითვალისწინებს, ისევე როგორც მოკავშირე ქვეყნების პოზიციას.

“ჩვენ ახლა განვიხილავთ ამას, ჩვენ მათი [თვითმფრინავების] გადაცემა სწორედ უკრაინისთვის გვინდა”, - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო