ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავებისა და ATACMS-ის სისტემების გადაცემას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები, ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი აშშ-სა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ქვეყნისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით გაზარდონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატორები თეთრ სახლს და აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინაში გაგზავნონ შორ მანძილზე მოქმედი ცეცხლსასროლი იარაღი, როგორიცაა ATACMS და გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორიცაა F-16 და MiG-29.

სენატორები აცხადებენ, რომ ეს იარაღი და აღჭურვილობა უკრაინას დაეხმარება დაუპირისპირდეს რუსეთის მომავალ თავდასხმებს და განახორციელოს შეტევა როგორც აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთში.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რეალურად ცნობილია, თუ რა ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან, კომპანია, რომელიც ამერიკულ F-16 გამანადგურებლებს აწარმოებს, მზად არის მიაწოდოს თვითმფრინავები ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემენ.

ამასთან, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთი მზადაა MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილოს.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო