ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს ულოცავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობას უსურვებს.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული.

„დღეს ისლამური სამყარო სამთვეულის პირველი პარასკევის, რაღაიბის ღამეს აღნიშნავს. რაღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. დღესასწაული ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამადის მშობლების ქორწინების და მისი ჩასახვის დღეს. ამ დღის წინ მუსლიმები ასრულებენ ძღვენის ლოცვებს „სალათ არ-რაღაიბ“. გარდა ამისა, მუსლიმები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად ამ ღამეს ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს რაღაიბის ღამეს ულოცავს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა