ლაშა ხუციშვილი - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს დეტალურად გაცნობოდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ტვირთების კონტროლის პროცედურებს დეტალურად გაცნობოდნენ.

ამის შესახებ ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართა, სადაც მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და თითოეულ მებაჟე ოფიცერს, რომლებიც ამ წუთებშიც და 24 საათის განმავლობაში, ეფექტურ საბაჟო კონტროლს ახორციელებენ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონში საჯარო სექტორის გამჭვირვალობის კუთხით და საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკა ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

„ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისათვის. ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური სანქციების ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. ამ მიმართულებით, კიდევ არსებობს გაუმჯობესების რესურსი, რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების შექმნით, რომლითაც ერთი მხრივ, სრულად მოხდება მიწოდების სრული ჯაჭვის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი არ შეეშლება ლეგიტიმური ვაჭრობის განვითარებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით