დავით მათიკაშვილი - ოკუპირებულ საქართველოს იგივე პრეფერენციები არ გააჩნია, რა პრიორიტეტებიც იარაღის მიწოდების კუთხით ნატო-ს წევრ ან სხვა ქვეყნებს აქვთ, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან

უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ ოკუპირებულ საქართველოს იგივე პრეფერენციები არ გააჩნია, რა პრიორიტეტებიც იარაღის მიწოდების კუთხით ნატო-ს წევრ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს აქვთ, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო პოლიტიკურად მხარს უჭერს და ჰუმანიტარული მიმართულებით უკრაინას გვერდით უდგას.

„რაც შეეხება სამხედრო დახმარებას არაერთგზის ითქვა, რომ საქართველო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ჩართვას საომარ კონფლიქტებში, ან ისეთი მოცემულობის შექმნას რომ ჩათრეული იქნეს ქვეყანა ომში. ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ იარაღის მიწოდების კუთხით რა პრიორიტეტებიც ნატო-ს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ და სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ საქართველოს იგივე პრეფერენციები არ გააჩნია. საქართველო უკრაინას მხარში უდგას იმ რესურსით, რაც გააჩნია”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას, მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეშფოთების გამოხატვა რელევანტური არაა.

„ფრენების აღდგენა-არაღდგენას რაც შეეხება, იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის პასუხისმგებლობის სპექტრიდან გასულია ამ სანქცირების დაწესების ან აღდგენის საკითხი, არც შეშფოთებაა რელევანტური და არც რაიმე სხვა მოსაზრების გამოთქმა. ქვეყნის პასუხისმგებლობას როცა გაცდენილია გადაწყვეტილების რაიმე ფორმით მიღება, ღიმილისმომგვრელია საქართველოსთან მიმართებით რაიმე შეშფოთების ან პრეტენზიის გამოთქმა, საქართველოს მონაწილეობა აქ ნულზე დაბალია”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „უკრინფორმის“ ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო