ფინანსთა მინისტრი - სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილია

სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი და მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას.

„პოსტპანდემიისა და მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ივარაუდება, რომ ტვირთის მოცულობა შუა დერეფანში რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენი საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტი ეფექტიანობით გამოყენება და მისი სწრაფი განვითარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი 2024 წლისთვის დასრულდება. იმავდროულად, ხდება რკინიგზის რეაბილიტაცია, პორტისა და საჰაერო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება. გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024