გიორგი კობერიძე - რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, ამას რომ არ უპასუხოს დასავლეთმა აგრესორის სტრატეგიული მარცხით, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს

„ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ადრე თუ გვიან აუცილებლად დამარცხდება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებაში თითქმის აღარ არის ისეთი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც უკრაინის ხელთ არსებულ შეიარაღებას გაანადგურებს.

„რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, ამ პრეცედენტს რომ არ უპასუხოს დასავლეთმა აგრესორის სტრატეგიული მარცხით, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს. ევროპის კონტინენტზე ქვეყნის ანექსია, ამის დაუსჯელობა და აგრესორის არდამარცხება, იქნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული მარცხი დადგება, უბრალოდ, არ არის საუბარი დღეს და ხვალ, თუმცა, რუსეთს სწორედ დროის იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამით დაიღლება“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი შეფასებით, „რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების თაობაზე მუქარა ცარიელი ბლეფია“.

„ამ ყველაფერს შეიძლება კიდევ უფრო მეტი ბლეფის სახე მიეცეს, მაგრამ აგრესიულ ომში ატომური ბომბის გამოყენება იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს, ეს იქნება მსოფლიო ატომური ომის დასაწყისი და ამაზე წამსვლელი რუსეთი ნამდვილად ვერ იქნება. თუ იქნება, დიდ ალბათობით, კრემლის ლიდერი ვინც არ უნდა იყოს, ის იქნება პირველი სამიზნე მსოფლიოს მიერ, რადგან ეს უკვე პანდორას ყუთი აღარ არის, ეს არის უკვე მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის საკითხი“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს მოლოდინი, რომ უკრაინისთვის F16-ის მიწოდების შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზე ყველაფერი შეიცლება.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი იმიტომ არ ჩქარობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რომ მისი დაკარგვის ეშინოდა.

„გარდა ამისა, დასავლეთში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო შიში იმის თაობაზე, რომ თუკი უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდიდნენ, შეიძლება ამას უფრო მძიმე ვითარება გამოეწვია. ამ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იარაღზე მაქვს საუბარი, არა მარტო მასობრივი განადგურების. ამიტომ, ფრთხილობდნენ ასე სწრაფად შოკის მეთოდის გამოყენებას“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე შეფასებით, უკრაინასთან ომში რუსეთის რესურსი ამოწურულია.

„გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთმა ყველა „წითელი ხაზი“ გადალახა და „წითელი ხაზები“ უბრალოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, რადგან „წითელი ხაზები“ არ არსებობს, მოლოდინიც აღარ არის, რომ რუსეთმა შეიძლება რამე გააკეთოს ისეთი, რაც აქამდე არ გაუკეთებია. რუსეთის რესურსი ამოწურულია, განსაკუთრებით ამოწურვადია იმ ფონზე, რომ მან მთელი ფრთოსანი რაკეტები, საარტილერიო რაკეტები, ჭურვები დიდწილად გახარჯა აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატების მისაღწევად“,-განაცხადა კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო