პაატა მანჯგალაძე - სიყალბეა, რომ ივანიშვილს ურჩიეს დავა არ გააგრძელოს, რადგან შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშლება - ისინი პრობლემებს უქმნიან რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ანუ აღიარებენ, რომ ივანიშვილი რუსეთთან კავშირშია?

ეს პროპაგანდა რას აძლევს ხელისუფლებას, რომ ივანიშვილს პრობლემა შეექმნა? შვეიცარიის და საერთაშორისო საბანკო სისტემა პრობლემებს უქმნის რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს, ანუ ამას აღიარებენ და ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილი რუსეთთან არის დაკავშირებული?! - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან CS Victims სტატიას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

მისი თქმით, ამ საქმეს უნდა იცნობდეს, რომ დეტალური შეფასება გააკეთოს, თუმცა, გაუგებარია რის დამტკიცება სურთ ივანიშვილის ადვოკატებს.

„მის ადვოკატებს რის დამტკიცება უნდათ ვერ მივხდი, ხან ამბობენ რომ კერძო დავაა, ხან სუბიექტებს შორის დავაა, ხან ამბობენ, რომ პოლიტიკურია და ხან კობახიძე ამბობს, რომ თანხებზე წვდომას იმიტომ უზღუდავენ, რომ „მეორე ფრონტი“ გახსნან. მერე თქვა ეს ფული საქართველოსთვის უნდოდა და საშუალებას არ აძლევენ დახარჯოსო, ცნობილ ფილმშია „თქვენთვის მინდოდა შვილებო ყველაფერიო“ და ასეთ ზღაპარს გვიყვებიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ უფრო გაუგებარია და აშკარა სიყალბეა ის, რაზეც ივანიშვილის წარმომადგენლები და ექსპერტები საუბრობენ.

„წარმოუდგენელი მასშტაბის სიყალბეა, რომ თურმე ივანიშვილს ურჩიეს დავა არ გააგრძელოს, თორემ შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშლებაო. ტრილიონობით ფულია შვეიცარიაში და თურმე ივანიშვილს 2 მილიარდი აქვს შეტანილი და ამის გამო შეიძლება შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშალოს, ამ სისულეებს ლაპარაკობს ხალხი აქ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო