ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მამაკაცი ეკლესიებში ხალხს ცივი იარაღით თავს დაესხა - პოლიციელები მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ თავდასხმას იძიებენ

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მამაკაცი ხალხს ცივი იარაღით თავს დაესხა. „როიტერსის“ ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ ალხესირაში მდებარე ორ ეკლესიაში მოხდა, რომლებიც ერთმანეთისგან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

თავდამსხმელი 25 წლის მაროკოელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცავები მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ თავდასხმას იძიებენ. მომხდარს გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, მან მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა