დავით სააკაშვილი - გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებაზე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - ჩემი ხმა გიორგის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის განცხადებით, მან გიორგი მუმლაძისგან გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნის პოსტის დაკავების შესახებ შემოთავაზება მიიღო.

როგორც ის აცხადებს, შემოთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გიორგი მუმლაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა, ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო“, - აცხადებს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო