ლევან ბეჟაშვილი - დავით სააკაშვილის არჩევანი გასაგებია და კარგია - მისი პოზიცია დასტურია იმის, რომ ის მხარს უჭერს პარტიაში ცვლილებებს

დავით სააკაშვილის არჩევანი გასაგებია და კარგია - მისი პოზიცია დასტურია იმის, რომ ის მხარს უჭერს პარტიაში ცვლილებებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილის ძმა მხარს უჭერს გიორგი მუმლაძის კანდიდატურას, ასევე მასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის აქტივობებში თანამშრომლობს.

ბეჟაშვილის თქმით, „პარტიის მხარდამჭერებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აუცილებელია განახლება და ცვლილებები".

ამასთან, ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პარტია დარჩება მიხეილ სააკაშვილის პარტიად და გაერთიანებას შეძლებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის განცხადებით, მან გიორგი მუმლაძისგან, გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნის პოსტის დაკავების შესახებ შეთავაზება მიიღო.

როგორც ის აცხადებს, შემოთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გიორგი მუმლაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო