ლაშა ხუციშვილი - საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით

საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიასთან, უკრაინაში მიმდინარე ომთან და მსოფლიოს სხვა გამოწვევებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, საბაჟოს როლი საზოგადოებაში, შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველი გახადა.

„დღევანდელი დღე, განსაკუთრებულია მებაჟე-ოფიცრებისთვის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებობის მანძილზე პირველად, ისინი პროფესიულ დღეს სპეციალური წოდებების სტატუსით აღნიშნავენ. ეს მათი შრომისა და ქვეყნისადმი ერთგული სამსახურის დაფასებაა. ვფიქრობ, ამ ურთულესი ორი წლის მანძილზე, ჩვენმა მებაჟე-ოფიცრებმა ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო