ფინანსთა მინისტრი - 2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით 2023 წელში იგეგმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ფინალური ეტაპის დაწყება.

„ეს არის საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ ფუნქციონალური გახდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი ქმედითი პლატფორმა, რომელიც საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების კატალიზატორი გახდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საბაჟო ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება საბაჟო-კერძო თანამშრომლობის მექანიზმებს შეუძლია.

„საბაჟო განუხრელად განაგრძობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვას ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ახალი სტატუსი, რომელიც ახლახან დაინერგა საქართველოში და ამ ეტაპზე 2 კომპანიას აქვს მიღებული აღნიშნული სტატუსი. იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვთხოვო ევროდელეგაციის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მაქსიმალურად დაჩქარებას“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო