ბაჩო დოლიძე - აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ წინა არჩევნებს - პირადად ველოდები, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს პირველივე ტურში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე მოელის, რომ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტურის გამართვა საჭირო არ გახდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ პარტია შეიძლება ორად გაიყოს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა.

„არ მგონია, ორად გაიყოს პარტია. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, შესაბამისად, შემდგომშიც იქნება. დემოკრატიული პროცესია და ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს, მაგრამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა დარეგისტრირებული. დაახლოებით 50 ათასამდე ადამიანი, 2 დღის განმავლობაში ე.წ. გაცხრილვაზე იქნება მუშაობა. 28-29 იანვარს იქნება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი. ასე რომ საინტერესოდ ვითარდება პროცესები. აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ წინა თავმჯდომარის არჩევნებს. აბსოლუტურად ყველანი მოლოდინში ვართ იმ რეზულტატის, რა პოზიციას დაიჭერს ჩვენი ამომრჩეველი. პირადად ველოდები, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს პირველივე ტურში. ახლა მთავარია, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გააკეთოს არჩევანი ბევრი კრიტერიუმის გათვალისწინებით. თავმჯდომარე ძალიან აქტიური უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რადგან ის წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის არც მეორე ტურის, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პირველივე ტურში დამთავრდება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, როდის გაჩნდა დავით კეზერაშვილის არაფორმალური მმართველობა პარტიაში და კონკრეტული ადამიანების გადაბირების ინტერესი, ბაჩო დოლიძემ უპასუხა, რომ ამ კითხვას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ უკვე უპასუხა.

„რა თქმა უნდა, არათუ არასასიამოვნო, არამედ მიუღებელია ცალკეული პარტიების ჯგუფების დაფინანსება, ამაში რთულია ნიკას არ დავეთანხმო იმიტომ, რომ დისონანსი შემოაქვს ამ ყველაფერს პარტიაში. აქედან გამომდინარე, მგონი ყველამ ყველაფერი იცის. ძალიან ბევრი კარტი გაიხსნა. შესაბამისად, ახლა ჯერი ჩვენს ამომრჩეველზეა, მათ უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“,-განაცხადა დოლიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ როდესაც კეზერაშვილისა და მელიას გზები გაიყო, მან პარტიაში რამდენიმე ჯგუფის დაფინანსება გადაწყვიტა, დოლიძემ უპასუხა, რომ „ფაქტები თავისას მეტყველებს“.

„მაშინ, როდესაც პარტიასთან შეწყვეტილი იყო ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა, ამ დროს, პარალელურად მიმდინარეობდა პირებთან თავიანთი პროექტების დაფინანსება, რაც ვფიქრობ, ძალიან არასწორია და ჯანსაღი ვერ იქნება“,-განაცხადა დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ მათ შორის ასეთია „ანტიკორუფციული მოძრაობა“. მისივე თქმით, ეს ცუდი პროცესი მეორე მხარემ დაიწყო. „კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო, ეს პროცესი ჩვენი დაწყებული ნამდვილად არ არის, ჩუმად ბრიფინგი ჩვენ არ ჩაგვინიშნავს, ეს ბრძოლა ჩვენ არ გაგვიმართავს“,-განმარტა დოლიძემ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა