ლაშა ხუციშვილი - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აუცილებელია ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზებული სისტემებით

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშეს საქართველოს საბაჟოს მზაობის კუთხით პანდემიის პერიოდში, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულოდ ამოქმედდა.

„აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაციფრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო