საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„საბურთალოს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვაგრძელებთ. ამჯერად, სამუშაოები სოფელ დიღომში დავიწყეთ, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. ასეთი ქუჩები ჩვენთვის პრიორიტეტულია და მომავალშიც არაერთ მსგავს პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარია გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო