ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო გადაიქცა „ქართული ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ - მთელი სასამართლო პროცესი ფარსად გადააქციეს

სასამართლო გადაიქცა „ქართული ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ და ფარსად გადააქციეს მთელი სასამართლო პროცესი, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სასამართლოს სრულად გასათავისუფლებლად ბრძოლას გააგრძელებენ.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო გადაიქცა „ქართული ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ. ფარსად გადააქციეს მთელი სასამართლო პროცესი. სააპელაციოში განხილვისას აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოსამართლე არევაძის მიერ მხოლოდ იმ მიზნით იყო მოგონილი, რომ რაღაც დაებრალებინათ ჩვენთვის. ფულის გათეთრება ვერანაირად ვერ დაგვიმტკიცეს და შესაბამისად, მოიგონეს ვითომ რაღაც თაღლითობა ჩავიდინეთ, რომლის შედეგად ჩვენ დავზარალდით.

ყველაზე სამწუხარო დღევანდელ დღეს არის ის, რომ ამდენი მოსამართლე, სამ კაციანი კოლეგია ჩართულია ამ ფარსში და მთელი ეს პროცესი არის ფარსი, მხოლოდ იმისათვის, რომ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ რამდენიმე თვის შემდეგ. აუცილებელია, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ჰქონდეს იმედი, რომ სამართალს საკუთარ ქვეყანაში ნახავს. დღეს საქართველოს მოქალაქეს სამართლის საძიებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა უწევს. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, უნდა შევძლოთ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, რომ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ჰქონდეს განცდა და დარწმუნებული იყოს, რომ სამართალს იპოვის საკუთარ ქვეყანაში, ეს განცდა დღეს ყველამ დაკარგა „ქართული ოცნების“ დიდი ძალისხმევით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა