დავით უსუფაშვილი - სახეზე გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური შემთხვევა - დაგვიჭერენ?! ერთ ადგილზე შვიდი ამოვალთ

ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური შემთხვევა - რასაც პროკურატურა ჯაფარიძე-ხაზარაძეს-წერეთელს ედავებოდა, ორმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისულელე და არასწორი, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ და მისი მხარდამჭერები კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებენ ბრძოლას.

„პირველ რიგში, გავერკვეთ კარგად დღეს სააპელაციო სასამართლოში რა მოხდა. აი, ამ სასამართლოშიც კი პროკურატურას ხელმეორედ დაემხო თავზე თავდაპირველი ბრალდება, სამი წლის განმავლობაში როდესაც სასამართლოში ამ ხალხს ე.წ. ფული გათეთრების თაობაზე ატარებდნენ. პირველ ინსტანციაშიც პროკურატურამ წააგო და ამ სასამართლოში სააპელაციომაც კი ვერ გაბედა, რომ პროკურატურის ეს შეთითხნილი ბრალდება დაედასტურებინა. პირველი ეს მოხდა, მეორე ვინაიდან ეს შეთითხნილი ბრალდება პროკურატურას თავზე დაემხო და ხელისუფლებისთვის წარმოუდგენელია, რომ ვინმე გამართლდეს მისი დევნის შემდეგ, ამიტომ მეორე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც თითქოს ხანდაზმულია და ამიტომ დაპატიმრებული არ არიან და ასე შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური შემთხვევა, რასაც პროკურატურა ჯაფარიძე-ხაზარაძეს-წერეთელს ედავებოდა, ორმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისულელე და არასწორი, ამ ნაწილში ყველა გამართლდა, რასაც პროკურატურა არასდროს არ ედავებოდა, სასამართლოებმა თვითონ დააკისრეს სასჯელი, რომელიც ამავდროულად გააქარწყლეს.

აი, ამ აბსურდში ვცხოვრობთ, ეს არის სამართლებრივი მხარე. პოლიტიკურად რა მოხდა? პოლიტიკურად მოხდა ის, რომ „ლელო“ და მისი მხარდამჭერები ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ლიდერები შესაძლო სასჯელისგან დავიცვათ, იმიტომ, რომ ყველა მოქალაქე ამ ქვეყანაში გარანტირებული იყოს იმითი, თუ მას რაიმე პრობლემა გაუჩნდება, სასამართლო სიმართლის მიხედვით გაასამართლებს და არა დაკვეთით. ამას დასჭირდება გრძელი ბრძოლა, ამ საქმეში „ლელო“ ყოჩაღად ვართ, მედეგები ვართ, ამ ტიპის ქმედებებით ვერ მოგვერევიან, სასამართლო პროცესებიც გაგრძელდება უზენაესშიც, სტრასბურგშიც და ყველგან. დაგვიჭერენ?! ერთ ადგილზე შვიდი ამოვალთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო